გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: სერგეენკო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი

17-06-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გუნდში განახლებაა და ახალი სისხლი იქნება. დავით სერგენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. 

რაც შეეხება მის მიერ თანამდებობის დატოვებას, მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ქართული მედია იქნება პირველი, ვინც ამის შესახებ პირველი გაიგებს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით დავით სერგეენკოს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.