გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სენაკში ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობასთან შეხვედრა გაიმართა

18-06-2019

დღეს, საქართველოს პალამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის დირექტორს ლი ქსიაო ბინგს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჩინური კომპანია სენაკში ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს.

პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრის დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინვესტორებთან ერთად დაათვალიერეს ლოკაცია, სადაც თანამედროვე სტანდარტების ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ფართოპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამედიცინო მომსახურება საუკეთესო პირობებში მიიღონ.