გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქუთაისში თეთრი ხიდი დააზიანეს

19-06-2019

ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა.


მერიაში განმარტავენ, რომ ხიდი, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანეს.


ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა.


"შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული.

დასურათებული მასალები გადაეგზავნა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი", - განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ.


ხუციბერიძე არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა.


თქმით, ხიდზე მოქალაქეები აქტიურად მოძრაობენ და ხიდი საფრთხეს არ წარმოდგენს. მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.


ქუთაისში თეთრ ხიდს რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა.


https://imedinews.ge/ge/