გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისის საკრებულოში ნანა კოსტავა დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

20-06-2019

ნანა კოსტავამ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა. 

მერიის ადმინისტრაციული ორგანოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სახელწოდებით „ნანა წადი“ გამართეს. 

„ნანა კოსტავა არ არის ქუთაისის არჩევანი. ადამიანი, რომელიც საუბრობს სიძულვილის ენით არ უნდა ოყოს საკრებულოში და არ უნდა წარმოადგენდეს ქუთაისის სახეს“,- განაცხადა აქციის მონაწილე, ზურაბ კოსტავამ.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი განათავსა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოყვა.