გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დე ფაქტო აფხაზეთის შსს ახალი წლის დღეებში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

28-12-2017

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, საახალწლო დღესასაწულების პერიოდში, დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს პირადი შემადგენლობა საგანგებო რეჟიმზე გადადის.

შს მინისტრის გარი არშბას ბრძანებით, აღნიშნული რეჟიმი მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

ამავე ცნობით, “ქალაქების და რაიონების პატრულირებისას, განსაკუთრებული ყურადღება, მასობრივი თავშეყრის ადგილების, სტრატეგიული
და სამთავრობო ობიექტების დაცვას მიექცევა”.

აფხაზური მედიის ცნობით, ტურისტებს და სტუმრებს სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ, რომლებშიც “შს-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და საგნგებო სამსახურებიs საკონტაკქტო ნომრებია მითითებული”.

წყარო: რადიო "ათინათი"