გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას, ჩვენ არ დავუშვებთ

21-06-2019

ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის.

„ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართულის ახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.