გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში

21-06-2019

თბილისში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

„თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, - წერია თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე. ‪

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარტლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.