გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანს 20 მაისის აქციაზე გაკეთებული არაეთიკური განცხადების გამო თანამდებობა დაატოვებინეს

23-06-2019

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზი 20 ივნისის აქციის ირგვლივ გაკეთებული არაეთიკური განცხადებებია.


“ჰო აბა, პირდაპირ თვალში დაუმიზნეს და როგორც იქნა გაარტყეს! რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტ***ში”, - წერს ქუთაისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში.


ნუგზარ ხუციბერიძემ სოცქსელში გავრცელებული კომენტარი მალევე წაშალა.


მომხდარს გამოეხმაურა ქუთაისის მერია და განმარტა, რომ ნუგზარ ხუციბერიძის განცხადება საჯარო სამსახურის ეთიკას სრულად ეწინააღმდეგება.


„აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი“, - ვკითხულობთ ქუთაისის მერიის განცხადებაში.