გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს

25-06-2019

გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა: დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები.


ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ.


მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 25 ათასი ლარის ზარალზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.


ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29, 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.





https://imedinews.ge/ge/