გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა

29-12-2017

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი არაერთხელ დააყენა. წვიშბაია გათავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს განცხადების მიხედვით,  საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნდა და მიზანმიმართულად დაარღვია საზღვარი საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.

რამდენიმე დღის წინ დრანდის ციხიდან, თითქმის, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავაც გათავისუფლდა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

წყარო: რადიო "ათინათი"