გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სენაკში მონიტორინგის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27-06-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თოფურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ირაკლი ჯიქიას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მალხაზ თორიას, შპს ,,თი აი ეი ჯი" აუდიტესკორტის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელს თემურ ჯიქიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი.

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.