გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში ტალინიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

27-06-2019

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ფოლკლორული შოუთი დახვდნენ, ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით დარჩენას და მოგზაურობას გეგმავს.


ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ შესრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტალინის გარდა ჩარტერული ფრენები წელს ასევე ვილნიუსიდან ინიშნება.



https://imedinews.ge/ge/