გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მესტიაში საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს აღარ გაიმართება

29-12-2017

მესტიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის დაღუპვის გამო საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო. მერის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი და მარხილით ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება. მისივე ინფორმაცით აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება მერმა მიიღო და ვფიქრობ, რომ სწორია. დიდი ტრაგედია მოხდა საკრებულოს წევრია გარდაცვლილი და არც არის სწორი ახლა ზეიმის მოწყობა. 31- ში დაგეგმილი ღონისძიება, შვიდამდე გადაიდო. რაც შეეხება უდედმამო ბავშვებს, ას წელს გადაცილებულ ადამინებსა და შშმ პირებს მათი საახალწლო მილოცვა და დასაჩუქრება არ გადაგვიდია“, - განაცხდა ნავერიანმა.

21 წლის ქალის გარდაცვალების გამო საახალწლო ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტშიც გადაიდო.

წყარო: რადიო "ათინათი"