გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

განათლების სამინისტროს თქმით, ენგურის ხიდზე შექმნილი პრობლემა მალე მოგვარდება და ყველა აბიტურიენტის უფლება დაცული იქნება

29-06-2019

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!" - აცხადებენ სამინისტროში.