გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს

30-06-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.


საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის ფიცარი.


სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაილუქა.


მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.