გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

იმერეთში წყლის ტარიფი არ გაიზრდება - "სემეკი"

29-12-2017

იმერეთის რეგიონში წყლის გადასახადი არ გაიზრდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკი) უთხრეს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, იმერეთის შემთხვევაში ტარიფი არ დაუთვლიათ, რადგან "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მხრიდან, რომელიც ამ რეგიონს ამარაგებს, სატარიფო განაცხადი სემეკში ჯერჯერობით არ შემოსულა.

"გადასახადი იზრდება "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის აბონენენტებისთვის", რომელიც თბილისში ოპერირებს, "მცხეთის წყალისთვის", რომელიც მცხეთაში მუშაობს და "რუსთავის წყალისთვის", რომელიც რუსთავშია. რაც შეეხება იმერეთს, ამ წელს არაფერი არ იგეგმება", - ამბობენ პრესსამსახურში.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრები აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფების მოქმედების ვადა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

წყარო: "ქუთაისიპოსტი"