გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შშმ ვეტერანები საზღვაო კურორტზე დაისვენებენ

1-07-2019

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი საზღვაო კურორტზე დაისვენებს და სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

ისინი ურეკში დღეს დილით გაემგზავრნენ. ვეტერანები მერმა, კონზტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, ეკატერნინე სუხიშვილმა გააცილეს.

მათი დასვენება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების“ პროგრამიდან 8000 ლარით დააფინანსა.

როგორც 

qartli.ge-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, პროექტს წელს მერიის მხარდაჭერით მეორედ ახორციელებს ა(ა)იპ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი“.

გასულ წელს ვეტერანები ქობულეთში იმყოფებოდნენ.



https://www.qartli.ge/