გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 240 ზუგდიდელ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა

29-12-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა. შესაბამის ბრძანებას ხელი მინისტრმა გუშინ მოაწერა.

განათლების სამინისტროს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვალერიან გობრონიძის ინფორმაციით, სამეგრელოს 7 სოფელში: კოკში, ორსანტიაში, ხურჩაში, რიყეში, ტყაიაში, განმუხურში, ახალაბასთუმანში, რუხსა და შამგონაში მცხოვრებ 84 სტუდენტს ბაკალავრიატში ოთხწლიანი სწავლების საფასური სრულად დაუფინანსდა.

„რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონსოლიდირებულ საჭიროებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიი პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან ხორცილელდება, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 126 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, მეორე სემესტრის საფასური კი გაზაფხულზე დაირიცხება“, - აღნიშნა გობრონიძემ.

ორი პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს მასშტაბით უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება სულ 240 სტუდენტმა მიიღო.

წყარო: რადიო "ათინათი"