3-07-2019
2019 წლის 28 ივნისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით გონიო- აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე განახლდა ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია.
სამუშაოები ციხის სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობს.
ექსპედიციამ გააგრძელა წინა წლებში დაწყებული კულტურული ფენების შესწავლა.
ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე გამოვლენილია სხვადასხვა სახის არქიტექტურული ნაგებობები (აბანო, ყაზარმები, მონუმენტური ნაგებობები და ა.შ) და არქეოლოგიური მასალები.
არქეოლოგიური გათხრები ციხის ტერიტორიაზე ერთი თვე გაგრძელდება.
17-01-2026