გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4-07-2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი.


ამ დროისთვის კიუვეტების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.


გზის კეთილმოწობას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.


დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი - ხრეშოვანი.


პროექტის შესაბამისად მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები.


სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.