გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მძღოლი, რომელიც მცხეთასთან სატვირთო მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა

6-07-2019

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 173-ე მუხლის მიხედვით, გამოუწერეს.


აღნიშნული მუხლი 15-დღიან პატიმრობას, ან/და ჯარიმას 1000-დან 4 ათას ლარამდე ითვალისწინებს.


დღეს ქვიშით დატვირთული ავტომანქანა ავტობანზე, წეროვანთან, გადაბრუნდა. პოლიციამ მძღოლის დაჯარიმება გადაწყვიტა, თუმცა მძღოლი პოლიციის თანამშრომლებს არ ეთანხმებოდა და აღნიშნავდა, რომ საავარიო სიტუაცია მას შეუქმნია.


საქმეს მცხეთის სასამართლო განიხილავს.




https://www.qartli.ge/