გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გეგმა შეიქმნა

12-07-2019

9-11ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. მათ შექმნეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის გეგმა ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, ასევე იმ სატესტო ღონისძიებების შესახებ, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ჩემპიონატს უკავშირდება. ასევე გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო კონსტრუქციული სემინარი ივლისში, იმ ადამიანების უშუალო ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში და პირდაპირი კავშირი აქვთ აღნიშულ საკითხთან.

9 ივლისს საქართველოში ჩამოვიდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი, ევროპელი ექსპერტები: ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა. 10 ივლისს, დილას საქართველოს მხარემ უცხოელებთან ერთად ბაკურიანის ტრასები შეამოწმა.

10-11 ივლისს კი თბილისში სასტუმრო ,,რედისონში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: უცხოელმა ექსპერტებმა, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია ,,სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ, ფედერაციის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წევრებმა. უცხოელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ქართულმა მხარემ კი სამუშაო ანგარიში წარუდგინა მათ. 

2020 წელს თბილისში (თებერვალში) დაგეგმილია მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება არეალსა და ბიგ აირში, მარტში კი გუდაური ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს.