გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რუსთავს HOLLYWOOD-ის მსახიობები ეწვივნენ

12-07-2019

რუსთავს HOLLYWOOD-ის მსახიობები ეწვივნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქალაქში მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებენ.


რუსთაველების ნაწილმა ცენტრალურ პარკში, სააკაძისა და რუსთაველის ქუჩებზე, ასევე კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გადაღებების პროცესი უკვე შენიშნა.

რუსთავში ამერიკელი მსახიობები, ბრედ ჯონსონი და ალან გროვესი იმყოფებიან.


ამერიკელი მსახიობი ბრედ ჯონსონი პოპულარული სტივენ სპილბერგის ფილმში "Always" შესრულებული როლით გახდა. ალან გროვესი არის როგორც სატელევიზიო, ასევე მსახიობი რომელიც გახმოვანების სპეციალისტია. უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "Hellespont", "Biohazard 5" და "Maze".


გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ეპიზოდურ როლებს რუსთაველებიც თამაშებენ.


მოკლემეტრაჟიანი კინოსთვის გადაღებები მოეწყო თბილისშიც.




https://inforustavi.ge/