გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისში მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს

12-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.