გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

14-07-2019

საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის, „ჯანსაღი ცხოვრების წესის" კამპანიის ფარგლებში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

მისი თქმით, სპორტი ადამიანებს აერთიანებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, - განაცხადა თალაკვაძემ.