გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სტიქიის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში ბაღები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

14-07-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში 3-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

რამდენიმე სოფელში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ქირაჩმუღალოში.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის ადგილას განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები და ბაღები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაკეტილია წითელი ხიდისაკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივთა თქმით, სტიქიის ადგილას წვიმის დროს პრობლემები ხშირად იქმნება, რადგან სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები.