გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

16-07-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ბათუმში და ქ.ქობულეთში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.