გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სენაკში სოციალური პროგრამის ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა

16-07-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა წარდგენილი განცხადებები დეტალურად შეისწავლეს და განიხილეს. სხდომაზე იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა დაზუსტდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელი სახლებისთვის საჭირო გადასახურ მასალას გადასცემს.

კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შემადგენლობით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭიროებებს პერმანენტულად განიხილავს და მათ ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.