გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

რეგიონ ფეშენ ვიკი იწყება

19-07-2019

ხვალ, 20 ივლისს გორში „რეგიონ ფეშენ ვიქი“ იწყება. ღონისძიების პირველი ლოკაცია კი, ახალადრიაბილიტირებული გოგებაშვილის ქუჩაა, სადაც შოუ-პროგრამა 19:30 საათზე უნდა დაიწყოს.

საღამოს გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილიც დაესწრება, მან მოსავევი უკვე მიიღო.

როგორც სუხიშვილმა განაცხადა, მოსაწვვები ორგანიზატორებმა დაარიგეს და მერია მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერია. ის გორელებს ურჩევს, რომ „ფეშენ ვიქს“ დაესწრონ და მოდის ტენდენციებს გაეცნონ.

,,ორგანიზატორები აკეთებენ ყველაფერს, რომ ღონისძიება კარგი გამოვიდეს. მერია ეხმარება ტექნიკურ ნაწილში. მოსაწვევები ორგანიზატორებმა დაარიგეს. გორელებს მოვუწოდებ მოვიდნენ და დაესწრონ ჩვენებას, გაეცნონ მოდის ტენდენციებს. 200 სკამი იქნება, მოწვეული სტუმრებისთვის. მე ზოგადად ვთვლი, რომ რაც გიხდება ის უნდა ჩაიცვა, მაგრამ მაინც. მთავარი ისაა, რომ ამ ღონისძიებაში გორელი დიზაინტერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც აქამდე არავინ იცნობდა.“-გვითხრა მერის მოადგილემ.

ცნობისთვის, „რეგინ ფეშენ ვიქი“ გორში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.



https://www.qartli.ge/index.php?start=8