გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარტვილში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა

23-07-2019

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. გახსნის ცერემონაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ნომრები წარმოადგინეს.

გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.