გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 193 პროექტი ხორციელდება

26-07-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ზედამხედველობითი ღონისძიებები.

სენაკის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 193 პროექტი ხორციელდება.

სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტში 738 000 ლარი დაიხარჯება.

შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.