გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოციალური სააგენტო იმ ვიდეოთი დაინტერესდა, რომელშიც მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებენ

4-01-2018

სოციალურ ქსელში მცირეწლოვანზე ძალადობის ამსახველივიდეო გავრცელდა, სადაც პატარას ახლობლები სიგარეტს აწევინებენ.

შესაბამისი ვიდეოს შესწავლით, ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირების შემდეგ სოციალური მუშაკი ოჯახში მივა და ბავშვის მშობლებს გაესაუბრება.


„სოციალური მუშაკი მივა, შეისწავლის ოჯახს, გაესაუბრება ბავშვის მშობლებს. შესაძლებელია მათ სხვადასხვა ტიპის კონსულტაცია გაეწიოთ, ან შევთავაზოთ კონკრეტული სერვისი. გარემოება გვიჩვენებს როგორ ვითანამშრომლებთ ოჯახთან“- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე.

წყარო: newposts

http://www.newposts.ge/?l=G&id=161474-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%94