გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოსგან 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს

4-01-2018

ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი დამტკიცდა, რომლის თანახმად, 2018 წელს ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავება 12.100 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი იქნება 1.958 მილიარდი კვტ/სთ.

მომხმარებლებს 12.703 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება. გარდა ამისა, 2018 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აფხაზეთი 2018 წელს 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საპროგონოზო მიწოდება 2018 წელს გასულ წელთან შედარებით იზრდება.