გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

29-07-2019

ინციდენტი მოხდა ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა და შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.


მშენებელი კომპანიის, „გრანდ სიტის“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ ოპერატორებს, რომლებიც შემთხვევის ადგილს იღებდნენ. მათ ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს.


შედეგად, პირველი არხის ოპერატორმა ედნარ კოჩალიძემ დაზიანება მიიღო. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.


ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.


ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს კაბინაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა.




https://1tv.ge/