გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანანურის კომპლექსის დაზიანებულ უბნებზე ვიზიტორებისთვის შეზღუდვები დაწესდება

30-07-2019

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებულ უბნებსა და ადგილებზე ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.


ადგილზე ჩავლენ საპატრიქრქოს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


შეირჩევა კონკრეტული არეალები, სადაც ვიზიტორებისთვის მიმოსვლა შეიზღუდება. ტაძარი და კომპლექსი გახსნილი იქნება, მაგრამ სანამ სრულფასოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდება, რომელიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე ძეგლზე სიარულის გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.







https://imedinews.ge/ge/