გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

31-07-2019

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ სანაპირო ზოლთან გვიან ღამით 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილობრივმა არასრულწლოვანმა ცივი იარაღით დაჭრა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უკვე ცნობილია დანაშაულში მხილებული პირის ვინაობა, თუმცა ასაკიდან გამომდინარე მისი დაკავება არ მომხდარა.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ შორის ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ამ დრომდე სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს.


ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გამზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.






https://pia.ge/