გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლენტეხში სოკოთი მოწამლული 3 პირის მდგომარეობა სტაბილურია

31-07-2019

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.


შედარებით უკეთესია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში გადიან მკურნალობას.


მკურნალი ექიმის ცოტნე სამადაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაწერენ.


მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება ორი პაციენტის შემთხვევაშიც, რომლებიც რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა, არსებული დინამიკით მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან.


სამი მამაკაცი ქუთაისში ლენტეხიდან 29 ივლისს გადაიყვანეს. მათ სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.






https://pia.ge/