გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონს ესტუმრა

31-07-2019

ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იყალთოსა და ზედა ხოდაშენში ადგილობრივებს შეხვდა.

„ასეთი შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აქვს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევიმუშავებთ მხარდამჭერ პროექტებს. გარდა ამისა, შეხვედრის ფორმატში, მოსახლეობას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროექტებისა და მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. საინტერესო იყო დისკუსიაც. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგრარული დარგის მიმართულების საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და არსებულ პოტენციალზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.