გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

1-08-2019

რუსთავში კაცმა თვითმკვლელობა სცადა.


თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა.


ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.


მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს, რომ არ გადმომხტარიყო.


გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწევა.


მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



https://inforustavi.ge/