გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

1-08-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქე, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, (8400 ღერი სიგარეტი და 600 კგ. თუთუნი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვა.