გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

3-08-2019

გორიდან შემდეგი სოფლების: ბერბუკის, ხელთუბნის, თორტიზის, კვარხეთის, ზერტის, მეჯვრისხევის და ა.შ. მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდა.


ბერბუკის შესასვლელში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, ცოტა ხნის წინ ხიდის გარკვეულმა ნაწილმა დეფორმაცია განიცადა და განაპირა მხარეს საფარი ჩამოიშალა.


სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი აწარმოებს. ხიდის რეკონსტრუქცია შემოდგომაზე დასრულდება.


ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია ავტობანიდან, ე.წ. ბერბუკის ბაზრობასთან არსებულ გადასახვევიდან.





https://www.qartli.ge/