გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სენაკში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

5-08-2019

ქალაქ სენაკში, ნოსირისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა. 

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. 

ეტლების ტანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ამ პროგრამით შშმ პირს ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეძლევა, რაც აუმჯობესებს მათი ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.