8-08-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ტყეში მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი.
არსებული ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების ამ ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვებით, საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ნივთები უნდა ეკუთვნოდეს მიმდინარე წლის ივნისში ამავე სოფლიდან გაუჩინარებული 83 წლის მამაკაცს.
ნაპოვნ ძვლის ფრაგმენტებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
17-01-2026