გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავტობუსი დაიწვა

8-01-2018

ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო ავტობუსს რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე. 
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი მთლიანად დაიწვა. მომხდარის მიზეზად ტრანსპორტის გაუმართაობა სახელდება.

ავტობუსში 50 მგზავრი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრები ყვებიან, რომ მათ კვამლი ჯერ ავტობუსის სალონში შენიშნეს, რის შედეგადაც მანქანიდან ჩავიდნენ.

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ორი სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ასევე, საპატრულო პოლიცია. პირები კი, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიემგზავრებოდნენ სასტუმროში გადაიყვენეს.

წყარო: "რუსთავი 2"