გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მამუკა ბახტაძე: ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომი საერთო ტკივილია

14-08-2019

ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთოფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაური აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილა თითოეული მოქალაქისთვის.

“ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.