გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბრიტანელი ჟურნალისტი, გრემ ფილიპსი სამხრეთ ოსეთში რეპორტაჟს იღებს

8-01-2018

ბრიტანელი ჟურნალისტი, გრემ ფილიპსი სამხრეთ ოსეთზე რეპორტაჟს იღებს. „მთავარია, სამხრეთ ოსეთზე პატიოსანი და ნამდვილი ინფორმაციის ხალხამდე მიტანა,“ - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ბლოგერმა და სტრინგერმა, გრემ უილიამ ფილიპსმა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის მოწვევით ჩავიდა. გრემ ფილიპსმა პოპულარობა კიევში მეიდანის მოვლენების გაშუქებისას თავისი ჟურნალისტური საქმიანობით მოიპოვა, ასევე დონბასის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აგრესიის პერიოდში მუშაობისას. იგი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ მცირე ევროპელი ჟურნალისტთაგანი, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლეთში დომინირებული ვერსია უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე.

მიზეზებს შორის, რამაც მას სამხრეთ ოსეთში ჩასვლა გადააწყვეტინა, ფილიპსმა ევროპის ინფორმაციულ სივრცეში ე.წ. რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა.

http://osinform.org/64213-britanskiy-zhurnalist-grem-fillips-snimaet-reportazh-o-yuzhnoy-osetii.html