გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავა

18-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.