გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიანეთის მერის არჩევნები შესაძლოა ხელახლა გაიმართოს

8-01-2018

თიანეთში თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება, კიდევ ერთხელ ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მესამე მოსმენითაც ჩააგდებს, არჩევნები ხელახლა გაიმართება. 

თამაზ მეჭიაური არჩევნების გამეორების შემთხვევაში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ორივეჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტი რომელიც მე წარვადგინე იყო დაწერილი მათი ხელისუფლების მიერ. მე არ მქონდა დრო გავცნობოდი, რადგან 13 ნოემბერს შევუდექი მოვალეობის შესრულებას. ვადები რომ არ დარღვეულიყო სულ ერთი დღე რჩებოდა ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ მათივე შედგენილი იყო, მაინც ჩააგდეს. 
განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, მივიღებ მონაწილებას და დავასრულებ კიდეც“-განაცხადა მეჭიაურმა.