გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

25-08-2019

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს.


მათი თქმით არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.


აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ.


არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით გზა გადაკეტილია. გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილეთა ერთად მულახის თემში გაემგზავრა. გზის ჩაკეტვის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩება.



https://imedinews.ge/ge/saqartvelo/114731/svanetshi-12-soplis-mtskhovreblebma-mestiaushgulis-gza-gadaketes