გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ეროვნული ბანკის საინფორმაციო ვიდეორგოლი ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ

26-08-2019

მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.

ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი ინტერნეტ-თაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული საფრთხეები.

ამ ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას.

ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე